საბაკალავრო პროგრამის დასახელება: თურქოლოგია / Turkish Studies
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: თურქოლოგიის ბაკალავრი / Bachelor of Turkology
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ემსახურება მისი მიზნების განხორციელებას, კერძოდ - საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტუტრული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციურ კვლევებსა და სწავლებას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითრებას.
თურქეთისა და თურქული ენის წარსულისა და თანამედროვე მდგომარების კვლევა მრავალმხრივ საინტერესოა დღევანდელ პირობებში როგორც გეოპოლიტიკური, ისე კულტურულ–ისტორიული და ლინგვისტურ–ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ეს ინტერესი განსაკუთრებულია ქართველურ სამყაროში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური და ენობრივ–კულტურული ურთიერთობა აქვს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულად და ახლა მცხოვრებ ხალხებთან. სწორედ ეს განაპირობებს თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანს: თურქოლოგს მისცეს საბაზისო ცოდნა თურქეთის ისტორაში, თურქული ენობრივი სისტემებისა და ლიტერატურის ისტორიაში, კულტურასა და რელიგიაში; აზიაროს იგი ქართული თურქოლოლოგიური სკოლის ძირითად მიღწევებს და მოამზადოს ამ ტრადიციების გასაგრძელებლად. ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ტრადიციებთან ერთად, პროგრამა კარგად იცნობს და ითვალისწინებს ზოგადად აღმოსავლეთმცოდნეობის და კერძოდ, თურქოლოგიის დარგში სწავლებისა და კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო კომპონენტით მიზნად ისახავს, მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ აღმოსავლეთმცოდნეობის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ თურქულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B 1.2 დონეზე; აქვს ისლამის როგორც რელიგიის და სოციალური ინსტიტუტის ისტორიის ზოგადი ცოდნა; იცის თურქეთის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიისა და კულტურის საფუძვლები, თურქული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი ეტაპები და ავტორები; თურქული მოდგმის ხალხთა წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში; აქვს თურქეთ-საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ისტორიული ურთიერთობების საბაზისო ცოდნა; თურქულ-ქართული კონტაქტების ძირითად ასპექტთა (პოლიტიკური ფონი, კულტურული ურთიერთგაცვლა, ენობრივი ნასესხობანი და სხვ.) შესახებ ინფორმაცია,
ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან სხვა აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე სფეროებში გარკვევა. აქვს კარგი პრაქტიკული მომზადება, გააჩნია დარგობრივი კომპეტენციები და შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (თურქულის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების თურქულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
დასკვნის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს თურქოლოგიის სპეციალობით შეუძლია სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო მეთოდების გამოყენება; სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების კრიტიკული შეფასება, ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება; ასევე მას აქვს შეძენილი ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს თურქოლოგიის სპეციალობით აქვს მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვების უნარი, მათ შორის სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით; ჯგუფური მუშაობის, დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის, პროფესიული კამათის უნარ-ჩვევები. თურქულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა; პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის (თურქულის) საკომუნიკაციო ფუნქციით ეფექტურად გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს თურქოლოგიის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს თურქოლოგიის სპეციალობით აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. მას კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას.
დასაქმების სფეროები
თურქოლოგი ბაკალავრი მომზადებულია სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, თურქულ ფირმებსა და კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე სამუშაოდ, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის.